რეზონანსი
29.10.2025

"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. 

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას მეტისთვისაც გაუძლია და კიდევ გაუძლებს. 

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ. თუმცა, მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც  გაუძლო და კიდევ გაუძლებს!  

ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×