რეზონანსი
29.10.2025

პარლამენტში ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სათქმელი გავაგონოთ „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ხვედელიანის თქმით, პარტია მზად არის, პარლამენტში ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის და ოპონირებისათვის:

"პარლამენტში ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ჩვენი სათქმელი გავაგონოთ „ოცნებას“ იმიტომ, რომ დიახ, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტში და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა. ის ყველაფერი, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებდა „ქართულ ოცნებას.

პარლამენტში ნებისმიერი სახის საუბრისთვის ვართ მზად და ოპონირებისთვის. ჩვენ ბევრჯერ დავადასტურეთ, რომ ჩვენთვის არანაირი წინაპირობა არ არის და პრობლემა, რომ ჩვენ ვიმართებით „უცხოელი პარტნიორებისგან“, როგორც ამას „ოცნების“ ლიდერები საუბრობენ. ბევრჯერ დაადასტურეთ, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები“,- აღნიშნა ხვედელიანმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტია უკვე წლებია იყენებს ოპოზიციურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

ხვედელიანის თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე, თუმცა რეალურად მათ გარეშე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის წარმართვა უჭირს.

„13 წელია „ოცნება“ ამბობს, რომ ასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ახორციელებს ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ბოლომდე არ მიჰყავს საქმე. ჩვენ ვნახეთ კომისიის შექმნა, რომელიც „ნაცების“ გაუქმებისთვის იყოს, უცებ სხვა მიზნები შეიძინა. ვხედავთ, რომ საარჩევნოდ „ოცნებისთვის" წყევლაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ეს არის რადიკალიზაციის პროცესის გამწვავება, რომელსაც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ყველა ქმედებაში „ნაცები“ არიან „ოცნების“ მაშველი რგოლი“,- განაცხადა ხვედელიანმა.

ხვედელიანი აცხადებს, რომ გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ გაუქმების კანდიდატ პარტიათა სიაში მოხვდა.

ხვედელიანის თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილება მონაწილეობა მიეღო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პოლიტიკური კონკურენციისთვის და ამიტომაც მათთან თანამშრომლობის გაფორმება მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

“ლელო-ძლიერმა საქართველომ“ აირჩია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან ურთიერთთანამშრომლობის გაფორმება. ახლა ჩვენთვის სამწუხარო და გაურკვეველია, რატომ მოხდა პარტიების გაუქმების სიაში „ლელო“, - განაცხადა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×