რეზონანსი
29.10.2025

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტი, თუმცა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელ ენჯეოებს აფინანსებს.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მთავრობის პასუხის იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ დაფინანსების მიმღებებს სახელების საჯაროდ გამჟღავნებაზე თანხმობა არ მიუციათ.

„გვაქვს შეთანხმება, რომ მათი თანხმობის გარეშე ინფორმაცია არ გავცეთო. ანუ დასკვნა არის ერთი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ მისცეს თანხმობა ამ საკითხის გასაჯაროების. აქედან ყველაფერი ნათელია; იმიტომ ებრძოდნენ ისინი გამჭვირვალობის კანონსაც. რა გაქვს დასამალი თუ შენ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურები, რატომ არ გინდა რომ ეს გასაჯაროვდეს?“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა მათ არ ასახელებს. ეს ინფორმაცია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე პასუხებიდან გაირკვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×