რეზონანსი
30.10.2025

თბილისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველმ სხდომა გამართა. პროცედურის მიხედვით სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა.

საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თავდაუზოგავად იმუშავებს იმ დაპირებებისა და პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობისა და თბილისისთვის სასიკეთო იქნება.

"ჩვენ გვაქვს გაცემული ძალიან ბევრი დაპირება ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ეს მომდევნო ოთხი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ის დაპირებები, რომელიც იყო გაცემული, ყველამ ერთად შევასრულოთ და პირნათელი წარვდგეთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

მინდა მივესალმო ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო მათ წარმატებები საკრებულოს მუშაობაში. მინდა მჯეროდეს და მწამდეს, რომ ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვართ მზად და ღიად იმისთვის, რომ თქვენთან მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ თქვენი გამოთქმული მოსაზრებები, პოზიციები, შეხედულებები აუცილებლად იქნება ჩვენს მიერ გაზიარებული," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დედაქალაქის საკრებულოში წარმომადგენელი 4 პარტიას ჰყავს. "ქართულ ოცნებას" თბილისის თვითმმართველ ორგანოში 45 წარმომადგენელი ჰყავს, 2-2 "ლელოსა" და "გირჩს," 1 კი "კონსერვატორები საქართველოსთვის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×