რეზონანსი
30.10.2025

თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა რა მოხდება, თუ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირი ახალი პარტიის შექმნას ან არსებულ პარტიასთან გაერთიანებას შეეცდება. ამ თემაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ცნობს ე.წ. მემკვიდრე პარტიის ასევე არაკონსტიტუციურად გამოცხადების და მისი აკრძალვის შესაძლებლობას და ამ საკითხზე ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა.

„ამ შემთხვევაში სამართალწარმოების გაცილებით მცირე ვადებია - თუ ერთ შემთხვევაში სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიან ვადაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში 14-დღიანი ვადაა განსაზღვრული. თუკი დავინახავთ, რომ ერთ შემთხვევაში აკრძალული პოლიტიკური პარტიის მემკვიდრე პარტია იქმნება ან რომელიმე არსებული პარტია ტრანსფორმირდება იმგვარად, რომ ის აკმაყოფილებს მემკვიდრე პარტიის კრიტერიუმებს, ბუნებრივია, არ დააყოვნებს რეაგირება. როგორც ახლა მივმართეთ საქართველოს პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს, ანალოგიური შეიძლება განმეორდეს მემკვიდრე პარტიის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ჭეიშვილი.

მისივე თქმით, მხედველობაში მიიღება პარტიის გაცხადებული მიზნები, მისი საქმიანობა და ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიების რეინკარნაცია არ მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×