რეზონანსი
31.10.2025

არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, რათა გამოსწორდეს პრობლემური პროექტები, ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ, მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×