რეზონანსი
31.10.2025

ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ იორკი დაიტბორა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული უსახლკაროს გარდაცვალების თაობაზე, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და სტიქიის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, მსგავსი სტიქია თბილისში რომ მომხდარიყო, "უსამშობლოთა აქაური კასტა" ისტერიკას დაიმართებდა და კახა კალაძის გადადგომას მოითხოვდა.

"ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ იორკი დაიტბორა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული უსახლკაროს გარდაცვალების თაობაზე.

ასეთია სტიქია - არ არჩევს არც ქალაქებს და არც ქვეყნებს.

წარმომიდგენია ეს რომ თბილისში მომხდარიყო, რა ისტერიკას დაიმართებდა აქაური უსამშობლოთა კასტა და რამდენჯერ ექნებოდათ მოთხოვნილი კახა კალაძის გადადგომა..." - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×