
საერთაშორისო ზარები, როგორც წესი, უზარმაზარ ტარიფებთან არის დაკავშირებული. ეს კარგად იციან მოგზაურებმა, ამიტომ მაქსიმალურად ერიდებიან საზღვარგარეთ ყოფნის განმავლობაში ტელეფონით დარეკვას. ამის ნაცვლად, ინტერნეტის საშუალებით, სოციალური მედიით ეკონტაქტებიან ახლობლებს. ეს პრაქტიკული ალტერნატივაა, თუმცა, ყოველთვის არ გამოგვადგება. არის შემთხვევები, როცა იძულებული ვართ, ადრესატს მობილურზე დავურეკოთ. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? 
სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის არსებობს mobineX-ის აპლიკაცია, რომელიც აბონენტებს საერთაშორისო ზარების განხორციელებას მაქსიმალურად უმარტივებს. 
რას გთავაზობს mobineX-ის აპლიკაცია
mobineX-ის აპლიკაციის დახმარებით, შესაძლებელია დარეკვა ნებისმიერი ლოკაციიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა და თავად არაფრის გადახდა არ უწევს. შემომავალი ზარის დროს წუთების შესაბამისად, როგორც წესი, ორივე მხარე იხდის საფასურს. mobineX-ის აპლიკაცია ამ დამატებით ხარჯს თავიდან აგარიდებს. 
ამასთან, რეგისტრაციისას ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. ასე რომ, შეგიძლია, 10 წუთის განმავლობაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ სხვა წერტილში სრულიად უფასოდ ისაუბრო. თუ წუთების დამატება მოგინდება, ამას მარტივად შეძლებ აპლიკაციიდან.
როდის შეიძლება დაგჭირდეს mobineX-ის აპლიკაცია
სამოგზაურო ინტერნეტით კომუნიკაცია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კომფორტული და მოსახერხებელია, თუმცა, ხდება ისეც, როცა აუცილებლად გვიწევს ფიქსირებულ ნომერზე დარეკვა.
საღამოს გასეირნების შემდეგ ტაქსის გამოძახება მოგინდა
დღესდღეობით ტაქსის გამოსაძახებლად სხვადასხვა აპლიკაცია არსებობს, თუმცა მათი არეალი შეზღუდულია. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ აპლიკაცია, რომელსაც შენ იყენებ, ამ კონკრეტულ ლოკაციაზე არ ფუნქციონირებდეს. სანამ ახალს მოიძიებ და გადმოწერ, უფრო სწრაფი ვარიანტი შესაბამის სერვისთან დარეკვაა. mobineX-ის აპლიკაციით ამას უპრობლემოდ, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იზამ. 
სახლის მეპატრონესთან გასაუბრება გსურს
თუ სახლში გამოუვალი სიტუაცია შეგექმნა, ან უბრალოდ ბინასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გაქვს და მეპატრონესთან გასაუბრება გსურს, შეგიძლია, mobineX-ის აპლიკაციით დაურეკო. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა და პასუხი დროში გაცილებით შეიძლება გაიწელოს. ზარით კი ნებისმიერ პრობლემას სწრაფად და ოპერატიულად მოაგვარებ. 
ბანკში დარეკვა გინდა
თუ ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით რამე კითხვა გაქვს, ბარათის გამოყენებაზე შეგექმნა პრობლემა, ან პირად ბანკირთან გასაუბრება გსურს, ზარის განსახორციელებლად mobineX-ის აპლიკაცია შეგიძლია გამოიყენო. 
გადაამოწმე რეისი
ფრენის წინ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, იქნება ეს რეისის გადამოწმება, თუ რაიმე სხვა, დახმარებისთვის ავიახაზებს, ან აეროპორტს mobineX-ის აპლიკაციით შეგიძლია დაუკავშირდე. 
რესტორნის დაჯავშნა გინდა
ზოგიერთ რესტორანს ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია აქვს ხელმისაწვდომი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ დასაჯავშნად ადგილზე დარეკვა გვიწევს. ცნობილი რესტორნები, როგორც წესი, საღამოობით დაკავებულია და თუ თადარიგს არ დაიჭერ, შესაძლოა, საღამო გეგმის მიხედვით არ წარიმართოს. ამიტომ, გირჩევთ mobineX-ის აპლიკაცია გამოიყენო და გაარკვიო, იქნება, თუ არა, სასურველ რესტორანში ადგილები თავისუფალი. 
ადრესატს ინტერნეტი არ აქვს
თუ იცი, რომ ადრესატს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს - ისეთ ადგილას იმყოფება, სადაც სერვისი შეზღუდულია, ტელეფონის ნომერზე mobineX-ის აპლიკაციით შეგიძლია მარტივად დაუკავშირდე. 
აპლიკაციის დამატებითი ფუნქციები
mobineX-ის აპლიკაციით, გარდა დარეკვისა, ასევე შესაძლებელია, რეისის გადადების შემთხვევაში, კომპენსაციის მარტივად მოთხოვნა, სასურველი მიმართულებით ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, მუზემუებისა და კულტურული ძეგლების ბილეთების ყიდვა. აპლიკაცია მოგზაურობისას საჭირო სხვადასხვა პრაქტიკულ და მოსახერხებელ სერვისს აერთიანებს.
შეჯამება
mobineX-ის მიზანია, აბონენტებს მოგზაურობისას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. აპლიკაციას დამატებითი ფუნქცია - ზარების განხორციელება სწორედ ამ მიზნით დაემატა. დღეს უკვე უამრავი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული სერვისით. როგორც ხედავ, მოგზაურობისას შენც ხშირად შეიძლება მოგიწიოს დარეკვა. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, არ დაგავიწყდეს, რომ როუმინგ ინტერნეტის გააქტიურების გარდა ზარის განსახორციელებლადაც შეგიძლია გამოიყენო mobineX-ის აპლიკაცია.