რეზონანსი
31.10.2025

“2022-2024 წელს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ძა­ლი­ან რთუ­ლი სამი წელი გა­მო­ი­ა­რა, როცა ფრონ­ტი უამ­რა­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო გაშ­ლი­ლი - რო­გორც ჩანს, ასეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტეს - გუნ­დის ღა­ლატს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ეს პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის ღა­ლა­ტია,“ - ეს გან­ცხა­დე­ბა დღეს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა.

მან კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი არ და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა თქვა, რომ რო­დე­საც მათ­თვის კო­რუფ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იყო ცნო­ბი­ლი, 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და.

“2022-2024 წლე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად რთუ­ლი და მძი­მე წლე­ბი იყო. იყო უსა­მარ­თლო­ბა, უხე­ში ზე­წო­ლა, უხე­ში ქმე­დე­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. იყო პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი ომში ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, არის ამ­ხე­ლა ზე­წო­ლა, ასე­თი წნე­ხი, უსა­მარ­თლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა და როცა ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი ხე­ლის მოთ­ბო­ბა­ზე ფიქ­რობს, ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რი - უფრო უხე­ში შე­ფა­სე­ბა არ მინ­და!

2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, რო­დე­საც ჩვენ­თვის უკვე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იყო ცნო­ბი­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და. მან სწო­რედ ამ შე­ნო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ნიშ­ნე­ბა სწო­რედ კო­რუფ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და.

2024 წელი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თე­ბით ურ­თუ­ლე­სი იყო - იყო ზე­წო­ლა, იყო სა­არ­ჩევ­ნო წელი. პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ქვეყ­ნის წი­ნა­შე პრობ­ლე­მე­ბი იყო. ასეთ პი­რო­ბებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გაგ­ვი­ჭირ­და, თუმ­ცა დღეს ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია - ჩა­ტა­რე­ბუ­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა არის დამ­შვი­დე­ბუ­ლი და გვაქვს პრაქ­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ყვე­ლა ზომა მი­ვი­ღოთ, მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის.

ვი­ღა­ცებ­მა რომ რა­ღა­ცე­ბი რომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ცო­დით სწო­რედ ამი­ტომ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში - გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×