
ვაშინგტონის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების შემცირების შესახებ, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, დეკემბერში განახორციელებს, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ახალ გამოცდას უტარებს - გადაწყვეტილებამ კაპიტოლიუმში ორპარტიული განგაში და ნატოს მოკავშირეებში პოლიტიკური შფოთვა გამოიწვია. სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი კი ირწმუნება, რომ, ეს ნაბიჯი, მართალია მეტწილად სიმბოლურია, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არასწორ სიგნალს უგზავნის.
შეერთებული შტატები დეკემბერში თავისი ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს- ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kiev Post ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ გამოცდის ტრანსატლანტიკურ, წერს სი-ენ -ენი.
გამოცემა წერს, რომ რუმინეთიდან აშშ-ის როტაციული ბრიგადის დაგეგმილი გაყვანის გამო აღშფოთება იზრდება. მრავალი წყარო კიევ პოსტს აცნობებს, რომ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია.
დახურულ კარს მიღმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ რუმინეთში შემცირება მხოლოდ პირველი ფაზაა, ხოლო ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში შემდგომი შემცირება დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.
ორმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულები არიან, თქვა, რომ პენტაგონი ძალების ზომიერ შემცირებას განიხილავს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული სახმელეთო არმიები ახლა წინა წლებთან შედარებით უკეთ მომზადებულად მიიჩნევა, რაც ამერიკულ შეზღუდულ ხელახალ კალიბრაციას მიზანშეწონილს ხდის.
შეშფოთებული მოკავშირეების დასამშვიდებლად ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-ის ჯარების დონე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ალიანსის ყველაზე გამაგრებულ აღმოსავლეთ ნაწილში - უცვლელი დარჩება.
ორპარტიული განგაში
განცხადება რუმინეთის თავდაპირველი გადაწყვეტილების გამო ორპარტიული კრიტიკის მზარდი ტალღის ფონზე გაკეთდა. როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვის გამხნევებისა და ალიანსის ერთიანობის შელახვის რისკს წარმოადგენს.
როგორც Kyiv Post ადრე იტყობინებოდა, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების ლიდერებმა ეს გეგმა საჯაროდ დაგმეს.
ხუთშაბათს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკელი, ოჰაიო), ნატოს ფრონტის ხაზზე მყოფ მნიშვნელოვან ქვეყანაში დაგეგმილი შემცირების გამო „ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.
„როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, შეშფოთებული ვარ რუმინეთში აშშ-ის ძალების შემცირების შესახებ ცნობებით", - დაწერა ტერნერმა სოციალურ მედიაში. მან აქცენტი გააკეთა ევროპაში „ძლიერი და მტკიცე" ამერიკული ჯარის ყოფნის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი თავის აგრესიულ პოზიციას ინარჩუნებს.
კონგრესმენმა ჯარების საკითხი პირდაპირ რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებთან დააკავშირა და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების საჰაერო სივრცეში განზრახ შემოჭრა მოსკოვის უფრო ფართო ამბიციების დასტურად მოიხსენია.
„რუსეთის აგრესიული ქმედებები აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების წინააღმდეგ საჰაერო სივრცეში განზრახ შემოჭრის გზით ხაზს უსვამს რუსეთის ამბიციებს," - თქვა მან.
ტერნერმა დაასკვნა, რომ ფრონტის ხაზზე ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა არა მხოლოდ მოკავშირეობის, არამედ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს.
დემოკრატების მხრიდან, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მსგავსი შეფასება გააკეთა. მან გავრცელებულ შემცირებებს „ღრმად არასწორი ნაბიჯი, უწოდა რომელიც ძირს უთხრის მცდელობებს, რათა პუტინი საბოლოოდ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან."
„ეს გადაწყვეტილებაარასწორ სიგნალს უგზავნის ვლადიმერ პუტინს, რადგან ის აგრძელებს თავის სისხლიან კამპანიას უკრაინაში და გამოცდის ნატოს სიმტკიცეს სხვა ფრონტის ხაზზე მყოფი სახელმწიფოების წინააღმდეგ პროვოკაციებით", - თქვა მან.
სტრატეგიული უკანდახევა?
სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დენიელ ფრიდმა, Kyiv Post-ს განუცხადა, რომ ახალი პოლიტიკა უფრო მეტად ასახავს ბიუროკრატიულ მანევრებს, ვიდრე თანმიმდევრულ სტრატეგიას.
თუმცა ფრიდის თქმით, გამოცხადებული შემცირება შეზღუდულია და ძირითადად სიმბოლურია. „რიცხვები იმდენად მცირეა, რომ ეს სამხედრო ბალანსს ვერ შეცვლის", - თქვა მან და დასძინა: „მაგრამ სიგნალი ცუდია".
„ტრამპის ადმინისტრაციაში მიმდინარე დებატები გლობალური ძალების პოზიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს", - განმარტა ფრიდმა. კონკურენტი დაჯგუფებები მოიცავს ჩინეთზე ორიენტირებული „აზია პირველ რიგში" სტრატეგიის მომხრეებს, და ტრადიციული ეროვნული უსაფრთხოების კონსერვატორებს, რომლებიც „რუსეთის საფრთხეს სერიოზულად აღიქვამენ".
ფრიდმა შემცირებას „შეცდომა" უწოდა და ამტკიცებს, რომ ევროპაში აშშ-ს ნებისმიერი თვალსაჩინო შემცირება „პუტინს არასწორ სიგნალს უგზავნის" იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინისა და ნატოს მიმართ აგრესიას აგრძელებს. „ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ ვართ მზად ამ აგრესიის წინააღმდეგობისთვის", - თქვა მან.
ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა უარყოფითი არ იყო. „ყოველ შემთხვევაში, ადმინისტრაცია არ გაიყვანს ძალებს პოლონეთიდან ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან", - თქვა მან. „ეს განლაგებები ნატოს თავდაცვის ხერხემალია"
დიპლომატმა გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „ბიუროკრატიული კომპრომისი" - სიმბოლური დათმობა ადმინისტრაციის შიგნით მათთვის, ვინც გაცილებით დიდ შემცირებას ითხოვს.
რაც შეეხება იმას, საბოლოოა თუ არა გადაწყვეტილება, ფრიდმა განაცხადა„ტრამპის სამყაროში არაფერია განსაზღვრული. ყოველთვის არის ადგილი კურსის შესაცვლელად".