რეზონანსი
31.10.2025

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი.

„სამართლებრივად გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი. გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, ყველაფერი ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×