რეზონანსი
31.10.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები უტევენ, რთულია.

მისი თქმით, იქ მტრის 170 ათასი სამხედროა განლაგებული.

„სიტუაცია პოკროვსკში რთულია. იქაა თავმოყრილი მათი ყველა ძალა... მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით 170 ათასი [რუსი] სამხედროა კონცენტრირებული. ეს ძალიან ბევრია. დილით მთავარსარდალს ვესაუბრე, პოკროვსკის მიმართულებაზე ცვლილებები არ არის. პოკროვსკში არიან რუსები, ჩვენები კი მათ ნელ-ნელა ანადგურებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„უდავოა, რომ იქ ყველა მხრიდან დაძაბული ვითარებაა მტერთან მიმართებაში. გახსოვთ სიტუაცია კურსკის ოპერაციასთან დაკავშირებით? გახსოვთ ინფორმაციულად, როგორ იყო ეს ყველაფერი? ძალიან ბევრი სხვადასხვა რამეა. რომ თითქოს ჩვენ 5 ან 8 ათასი ჯარისკაცი გვყავდა ალყაში, რაც ტყუილი იყო. ისინი დღეს იქ არ დომინირებენ, ბევრნი არიან, მაგრამ იმის თქმა, რომ ისინი ამარცხებენ უკრაინას, სიმართლეს არ შეესაბამება“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×