რეზონანსი
31.10.2025

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფართოვა იმ ევროპელთა სია, რომელთაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ აღნიშნული, ამ სიაში ძირითადად ფიგურირებენ ძალოვანი უწყების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარკვეული მოქალაქეები და იმ დასავლური ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას.

ამასთან, მოსკოვი ბრიუსელის მიერ დაწესებულ სანქციებს არალეგიტიმურად და არამეგობრულ ქმედებად აფასებს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი 23 ოქტომბერს დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×