რეზონანსი
31.10.2025

ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად უცხოელების საინვესტიციო შენაძენები ქმნის, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 16.8 ათასი ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომამ კი 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამასთანავე, ბათუმში მოთხოვნის ძირითადი ნაწილი - 80% საინვესტიციო პროექტებზე მოდის, 20% კი საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნას უკავია. საინვესტიციო ბინების საშუალო ფასი 76 ათას დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება სეგმენტს, მყიდველის 40% ადგილობრივი, 60% კი უცხოელია.

„2025-29 წლებში ბათუმში 58 000-მდე ახალი ბინა აშენდება” - აღნიშნულია კვლევაში. „გალთ ენდ თაგარტის” ცნობით, აქედან 11 400 განკუთვნილი იქნება საცხოვრებელი, ხოლო 46 300 საინვესტიციო მიზნებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×