
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ბაღების აშენებისთვის განკუთვნილი მილიონების მოპარვის საქმეზე გამოკითულია - ამის შესახებ, ქარსელაძის დაკავებული მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატმა, გურამ გვენცაძემ განაცხადა.
როგორც გვენცაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ გამოძიებას ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და ამიტომაც არ აქვს ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი.
რაც შეეხება კობა გაბუნიას, ადვოკატის თქმით, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებს ეხება. ამ საქმის ფარგლებში, ჩხრეკა 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა.