რეზონანსი
01.11.2025

მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევრონესტის ასამბლეა საქართველოზე ზეწოლისთვის იქნა გამოყენებული.

„ევრონესტის ასამბლეა, რომელიც სომხეთში ჩატარდა და მას საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობა არ ესწრებოდა, პარტნიორ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოზე, ზეწოლისთვის კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული. მათ მიერ მიღებული რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს დელეგაციის ასეთ ასამბლეაში მონაწილეობა აზრს კარგავს. ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ეს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა. თუმცა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×