რეზონანსი
01.11.2025

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კანონში ცვლილებას აფასებს, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ.

„მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულმა პირმა მასზე დაკისრებული მოვალეობები სრულყოფილად განახორციელოს. ორ და მეტ სამსახურში მუშაობის პირობებში ბუნებრივია, არის რთული, ხშირს შემთხვევაში სრულიად შეუძლებელი ამ მიზნის განხორციელება. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ კანონს აეკრძალა საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთი პირისთვის შესაძლებლობა, სხვა სამსახურშიც ყოფილიყო დასაქმებული გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ. ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავოს.

აღნიშნულ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თეორიულად შეუძლებელია, 8 საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯების და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×