რეზონანსი
01.11.2025

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური მიდგომის მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები.

„მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები და ცალსახად იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი თუ რა სახის შესყიდვებს ახორციელებს ქვეყანა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს და მოახდენს სრულ პრევენციას იმ რისკებისა, რაც კორუფციას უკავშირდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×