რეზონანსი
01.11.2025

თინა ხიდაშელს მინდა მივმართო, როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ეხმიანება თინა ხიდაშელის მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ირაკლი ღარიბაშვილის საქმის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო, ამჟამინდელი შსს მინისტრის, გეკა გელაძისსთვის ნაჩუქარი ფულის წარმომავლობითაც უნდა დაინტერესდეს, რომელიც გელაძეს დეკლარაციაში აქვს მითითებული“.

მეგრელიშვილის თქმით, ხიდაშელმა კარგად იცის, რომ გეკა გელაძის მეუღლის მამა, უკვე ათეულობით წელია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია სახელმწიფოს ბიუჯეტში და ამას უჩუმრად, აფიშირების გარეშე აკეთებს. ის ვარაუდობს, რომ თინა ხიდაშელს დავალება აქვს მიღებული, „გააშავოს“ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.

„თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! ძალიან კარგად იცი, რომ გელაძის ოჯახი, კონკრეტულად კი მისი მეუღლის მამა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, თანაც ათეულობით წელია. ამ ყველაფერს უჩუმრად, ზედმეტი აფიშირების გარეშე აკეთებენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით… როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომლის დროსაც, სხვათა შორის, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალია და კორუფციასთან ბრძოლამაც სწორედ ახლა მიიღო უპრეცედენტოდ სასიამოვნო მასშტაბი, ეტყობა, ეგ პირიქით, ძალიან გაწუხებთ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×