
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები გაიზარდა, ერთის კი შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 1.2%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 80.05 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 3.446 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.420 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 43.55 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.69%-იან ზრდაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 2.26%-ით შემცირდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 25.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 937 მლნ სტერლინგს აჭარბებს.