რეზონანსი
01.11.2025

მისაქციელში მკვლელი ნარკოტიკების საწარმო აღმოაჩინეს - დაკაევბულია 68 წლის პენსიონერი. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქეთი რურუას დასაკავებლად სპეცოპერაცია სოფელში 26 ოქტომბერს ჩატარდა. 

საქმის მასალების მიხედვით: 

შვილმკვდარ ქალს მთელი სახლი სასიკვდილო ნივთიერების დასამზადებლად, კუსტარულ ლაბორატორიად ჰქონდა გადაქცეული. გავრცელებული კადრებით და პოლიციის ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიშ ნარკოტიკს ბრალდებული  საკუთარ სამზარეულოში, თანამზრაზრახველთან, ანდრო კაკაშვილთან ერთად აზავებდა და სარეალიზაციოდაც იქვე ფუთავდა. 

ადგილობრივების ინტერვიუების მიხედვით ქალს, რომლიც მკვლელი ნარკოტიკის დამზადებაშია ბრალდებული, 2 წლის წინ შვილი ნარკოტიკის მოხმარების დროს  გარდაეცვალა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, ქეთი რურუამ ბიზნესი დაიწყო - მასთან თბილისიდან და მიმდებარე სოფლებიდან ძაღლები ჩაჰყავდათ და ანაზღაურების სანაცვლოდ უვლიდა. ქეთი რურუასთან ერთად  საგამოზებო უწყებამ მკვლელი ნარკოტიკების დამზადებისა და რეალიზების ბრალდებით დააკავა ანდრო კაკაშივლიც -  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომლის ჩხრეკის დროსაც სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი  აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×