რეზონანსი
01.11.2025

"საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ მიზანს აღარ ემსახურება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს. მინისტრი ეხმაურება "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. 

“ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი, არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ამისთვის იყო ევრონესტი შექმნილი, რომ მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, თუ როგორ განვითარდა მუშაობა. ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ამ პლატფორმას. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ მიზანს აღარ ემსახურება, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×