
ღირებულებათა ნაწილში წარმოქმნილმა ძალიან მძაფრმა დაპირისპირებამ ჩვენს საერთო თემასთან და ომთან დაკავშირებულმა ჩვენი დაუცველობის აბსოლუტურმა არაღიარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ პარტნიორები ვეღარ აღმოვჩნდით ერთმანეთში და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ასცდა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“, საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობას გარკვეული გამოწვევები დაუდგა წინ.
„პარტნიორი არის, როდესაც გვაქვს საერთო მიზანი და ამ მიზნისაკენ მივდივართ ერთნაირი პრინციპებით. ჩვენს პარტნიორობას სამწუხაროდ გარკვეული გამოწვევები დაუდგა წინ. პარტნიორობა დაარღვია სწორედ იმან, რომ არ მოხდა დაუცველობის ხარისხის აღირება, რომელიც ჩვენ გვქონდა. ჩვენი პარტნიორობის განხილვა ევროპულმა ხმარემ გადაწყვიტა ისე რომ, რა პრინციპებიც ჰქონდათ მათ რუსეთთან დამოკიდებულების კონფლიქტთან მიმართებაში, ჩვენ უპირობოდ გაგვეზიარებინა, ისე რომ არც კი დავფიქრებულიყავით, როგორი იყო ჩვენი დაცულობის ხარისხი.
მათი მიდოგმა ასეთი იყო, თუ თქვენ ხართ ჩვენსკენ მომავალი სივრცე, ჩვენი ნარატივები და მიდგომები უაპელაციოდ უნდა იყოს გაზიარებული თქვენ მიერ და შეკითხვაზე, ჩვენი დაცულობის ხარისხი რომ თქვენსას არ შეესაბამება, ამისათვის რა ვქნათ - ამაზე იყო დუმილი.
ამ ორმა რამემ: პირველი - ღირებულებათა ნაწილში წარმოქმნილმა ძალიან მძაფრმა დაპირისპირებამ ჩვენს საერთო თემასთან და მეორე - ომთან დაკავშირებულმა ჩვენი დაუცველობის აბსოლუტურმა არაღიარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ პარტნიორები ვეღარ აღმოვჩნდით ერთმანეთში და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ასცდა.
ჩვენმა ახალგაზრდებმა და დანარჩენმა ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან ეძვირფასებათ ევროპული სივრცე და ძალიან მიუღებლად მიაჩნიათ, ისევე როგორც ჩვენ, რუსულ სივრცეში დაბრუნება უნდა იცოდნენ, რომ ობიექტური მიზეზები არსებობს ინტერესთა არათანხვედრის და ამის გაუთვალისწინებლობა ჩვენთვის ცუდად დამთავრდება. “, - აღნიშნა რომან კაკულიამ.