
ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ რომ იუნესკოს ფარგლებში შესაძლოა, იყოს ჩვენი თანამშრომლობის და მუშაობის ფოკუსში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც სამარყანდში, იუნესკოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული ღონისძიება შეაფასა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა მიმართული იყოს მსოფლიოში მშვიდობის და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. საერთაშორისო შეკრებები ყოველთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს შეხვედრები.ეს ფორმატი კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კიდევ ერთხელ სასაუბროდ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.