რეზონანსი
02.11.2025

ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებული ანდრეი ბაბიშის მოძრაობა ANO-ს, SPD-სა და Motorists-ის წარმომადგენლებმა კოალიციურ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და მას ორშაბათს, 3 ნოემბერს წარადგენენ. ამის შესახებ ANO-ს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კარელ ჰავლიჩეკმა, ოთხშაბათს სამი პარტიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი მთავრობა, მოსახლეობას გადასახადების ნულოვან ზრდას, კორპორაციული გადასახადების შემცირებას, სოციალური შეღავათების გაფართოებას, ფისკალურ სტაბილურობას და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ჰპირდება.

როგორც ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველისთვის გაგზავნილ პროექტშია ნათქვამი, ახალი კოალიცია აპირებს, კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 21%-დან 19%-მდე შეამციროს.

რაც შეეხება ჩეხეთის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მიზნებს, მედიის ცნობით, კოალიციის მიზანია, ვიშეგრადის ჯგუფის (V4) ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება, ამავდროულად, ჩეხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნება ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებში. დოკუმენტი უარყოფს ევროკავშირის ან ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ეროვნულ რეფერენდუმს და მასში შეთავაზებულია ევროპული საქმეთა მინისტრის თანამდებობის გაუქმება და ამ პოსტის კომპეტენციაში შემავალი უფლება-მოვალეობების პრემიერ-მინისტრისთვის კონსოლიდაცია.

დოკუმენტი ხაზს უსვამს ჩეხეთის ეროვნული ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ეკონომიკური დიპლომატიის ხელშეწყობას და სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებას ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა შეერთებული შტატები და ისრაელი.

როგორც "ევროპული ღირებულებების ცენტრის" წარმომადგენელი, იაკუბ იანდა X-ზე წერს, ახალი მთავრობა აპირებს, არასამთავრობოების საწინააღმდეგო კანონმდებლობას შემოღებას, რომელსაც "რუსული სტილისას" უწოდებს. მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს "უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების" საჯარო რეესტრების შექმნას, ასევე, "არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეეძლებათ სახელმწიფო დაფინანსების გამოყენება პოლიტიკური აქტივიზმისთვის".

ექსპერტების თქმით, პროექტი დიდწილად ასახავს ANO-ს საარჩევნო დაპირებებს, თუმცა ზოგიერთი ცვლილება პარტნიორების პრიორიტეტებს ასახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×