რეზონანსი
02.11.2025

დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა პირის მდგომარეობა მძიმეა. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა კემბრიჯში, მატარებელში მოხდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კირ სტარმერმა თავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×