
საბავშვო ევროვიზია 2025-ს წელს საქართველო უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, სიმღერის საბავშვო ევროფესტივალი თბილისში 13 დეკემბერს გაიმართება.
როგორც მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი, საქართველოს ბიუჯეტიდან კონკურსის დაფინანსება 870 ათასი ლარით ლარით გაიზრდება და 9 034 280 ლარს შეადგენს.
შესაბამისი ცვლილებები „საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ 2025 წლის 6 აგვისტოს განკარგულებაში შევიდა, რომლის მიხედვითაც ღონისძიებისთვის 8 164 280 ლარი უნდა გამოყოფილიყო.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თანხიდან 8 მლნ ლარი კულტურის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი, 164 280 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, ხოლო 870 ათასი ლარი - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთვის.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზია საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. საერთაშორისო სიმღერის კონკურსი თბილისში პირველად 2017 წელს ჩატარდა.
წყარო: bpn.ge