რეზონანსი
03.11.2025

მატყუარებისა და თაღლითების პარტიისგან სხვა რა მოლოდინი გაქვთ? ხაზარაძემ არ იცის, საბაზრო ეკონომიკა რა არის? - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“.

„საზოგადოებამ კარგად იცის, მისი განცხადებები „ჰუალინგზე“ როგორ გამართლდა. ნახეთ, „ჰუალინგში“ ჩინური დასახლება სად არის? ამ განცხადებასაც იგივე ბედი ეწევა. თაღლითების მხრიდან ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმა ხდება და ეს მკაფიო მაგალითია. კარგი და პროგრესული არაფერი მოსწონთ, რაც საქართველოში ხდება, მათ ინტერესებში არ შედის. ანაკლიის პორტზე მათი მცდელობები გაიხსენეთ, როცა გადამხდელების ჯიბიდან მილიარდ-ნახევრის ამოღებას ცდილობდნენ. ასეთი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×