რეზონანსი
03.11.2025

მმართველი გუნდი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების წინააღმდეგ ოპოზიციის კამპანიაზე საუბრობს და იხსენებს ჯერ ჰუალინგის პროექტის, ახლა კი „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის წინააღმდეგ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის კომენტარებს, რომელიც ჯერ ექვს ნახევარ მილიარდიან ინვესტიციას აყენებდა ეჭვქვეშ, ახლა კი მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებს და ტერმინ „არაბიზაციას“ იყენებს.

უმრავლესობის შეფასებით, კამპანიის მიზეზი რეალურად ეკონომიკის პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლაა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიცია უპრეცედენტოა.

„ეს არის უპრეცედენტო ისტორიული მასშტაბის ინვესტიცია საქართველოში, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში განხორციელდება. ეს იქნება კარგი პრეცედენტი, რომ მსგავსმა დიდმა კომპანიებმა განახორციელონ ინვესტიციები და დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით. ნებისმიერი განცხადება, რომ თითქოს ეს გამოიწვევს პრობლემას, არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×