რეზონანსი
03.11.2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 3 377 500 ლარით იზრდება. ბიუჯეტის პროექტში განსახორციელებელი ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ბიუჯეტის ზრდის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დამატებითი თანხები ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განათლებისა და კულტურის სფეროს დამატებით ხელშეწყობას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ წარადგინა.

„საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 3 მილიონ 300 ათას ლარზე მეტით იზრდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და აღწევს უპრეცედენტო მაჩვენებელს, რაც ძალიან მისასალმებელია. მთავარი არის, რომ ყველა თანხა გამჭვირვალედ და აბსოლუტურად საჯაროდ იქნება დახარჯული ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისთვის“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×