
ამდენი დღე გავიდა ხელისუფლების დამხობის აშკარა მცდელობიდან, 30-მდე პოლიციელი დაშავდა და არავის განცხადება არ გაუკეთებია, რომ ეს პროცესი დაეგმო და ახლა ჩვენ გვესაუბრებიან იმაზე, რომ კანონი არ უნდა აღვასრულოთ. მოგვიწოდებენ ქაოსისკენ და იმისკენ, რომ ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვიონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატები აგულიანებენ ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავისი პროპაგანდისტული მანქანით შეცდომაში შეჰყავდათ „ქართული ოცნების“ კურსის ცვლილებასთან მიმართებით.
„თვითონ გამოგვიცხადეს, რომ წყვეტენ ჩვენთან მოლაპარაკებებს და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მზად ვართ ხვალვე გავხსნათ მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყენებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს. სავარაუდოდ შეეცდებიან, რომ მომდევნო პერიოდშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ფორმირების პარალელურად რაღაც საფუძველი მუდმივად ჰქონდეთ შენარჩუნებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი კვლავ მოტყუებული რჩება გარკვეულ ემოციებსა და სენტიმენტებზე თამაში მიმდინარეობს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ფიქრობს, რომ იბრძვის რაღაც ღირებულებებისთვის, კარგად დააკვირდნენ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და გაიაზრონ რაოდენ მნიშვნელოვანია ეროვნული და სუვერენული ინტერესების გათვალისწინება და რას ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ ამ რთულ სამყაროში გადაარჩინოს საქართველო“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
ხვალ გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში - ხელისუფლება ისევ სუბიექტურ დასკვნას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სიმბოლურია რომ ევროკავშირის აქტორები ერთი თვეა დუმილს ინარჩუნებენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე და არაფერს ამბობენ პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებულ შტურმზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ მტრული და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, თავიანთ მოსაზრებებს ქართველ ხალხს მოახვევენ.