
საქართველოში, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, არ შენარჩუნდა, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდება, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, დემოგრაფიული მდგომარეობა წინ მიდის იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პროგრესია.
„ქვეყნებში, სადაც შიდა პროდუქტი იზრდება, მასთან ერთად იზრდება სოციალური პაკეტებიც და სხვადასხვა საშუალება, რომლის მიხედვითაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ უფრო მეტი შვილი იყოლიოს. საქართველოში საჭიროა შევინარჩუნოთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. საქართველოს აქვს ისეთი ეკონომიკური ზრდა, როგორიც არ აქვს თვითონ ევროკავშირის ქვეყნებს“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.