რეზონანსი
03.11.2025

იტალია სრულიად ჩამოიშლება, სანამ მისი მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს , - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა რომის ცენტრში ისტორიული კოშკის ჩამონგრევას.

„მიმდინარე წლის მაისში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინისთვის იტალიის მხარდაჭერამ, მათ შორის სამხედრო დახმარებამ და ევროკავშირის მექანიზმების მეშვეობით დახმარებამ, დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს მიაღწია". სანამ იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება: ეკონომიკიდან დაწყებული და კოშკებით დამთავრებული", - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, დღეს რომში, კოლიზეუმის მიმდებარედ შუა საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა. კოშკი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×