რეზონანსი
03.11.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოკროვსკის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მტერს წარმატება არ ჰქონია.

ზელენსკის თქმით, ფრონტზე ყველა საბრძოლო მოქმედების 30%-მდე სწორედ პოკროვსკის რაიონში ხდება.

ამასთან, ამ მიმართულებაზე მოდის მართვადი საავიაციო ბომბების დაახლოებით 50%, რომლებსაც რუსები იყენებენ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, პოკროვსკის დაცვა უკრაინელი დამცველებისთვის იოლი არ არის. მან დასძინა, რომ პოკროვსკში „რამდენიმე ასეული" რუსი ოკუპანტია - 260-დან 300-მდე.

პრეზიდენტის თქმით, პოკროვსკის შიგნით უკრაინის 425-ე მოიერიშე პოლკი მოქმედებს.

„ყველაზე დიდი დატვირთვა დღეს სწორედ მათ აქვთ. ისინი საკმაოდ რთულ საბრძოლო მოქმედებებში იმყოფებიან", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×