რეზონანსი
03.11.2025

ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასშტაბის პროექტი, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა Emaar-ის ინვესტიციის წინააღმდეგ, ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები იმ პროექტების წინააღმდეგ ილაშქრებენ,

რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკისთვის დამატებითი ბიძგის მიცემას.

„ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პროექტზე, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვხედავთ, რომ ოპონენტები ილაშქრებენ სწორედ იმ პროექტებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ბიძგს მიცემს ეკონომიკას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აღიზიანებთ ჩვენს ოპონენტებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები წარმოჩენილი", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×