რეზონანსი
03.11.2025

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინას ენერგეტიკის სფეროში მხარდაჭერას გაუწევს. ასევე, ვმუშაობთ უკრაინისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის".

„ჩვენ ხვალ გაფართოების პაკეტს მივიღებთ, რომელიც დადებითად შეაფასებს გასული წლის განმავლობაში უკრაინის ერთგულებას მისი ევროპული გზის მიმართ", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×