რეზონანსი
04.11.2025

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ევროკომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში განხორციელებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. ანგარიშში საუბარი იქნება საქართველოს შესახებაც.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოლოდინებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

"ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ნაკლებად კეთდება საქართველოსთან დაკავშირებული ობიექტური შეფასებები – ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში პოზიტიური იყოს საქართველოს მიმართ და ასახავდეს იმ პროგრესს, რაც ქვეყანას რეალურად აქვს. ამის ვარაუდი შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა, დაველოდოთ ანგარიშს და ვნახოთ, რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი – ის ნაბიჯები, რაც ქვეყანამ გადადგა და ის განვითარება, რაც ფიქსირდება სხვადასხვა რეიტინგსა და მაჩვენებელში, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×