რეზონანსი
04.11.2025

საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია შემოდის. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ქვეყნისთვის ასეთი ინვესტიციები არ აწყობს და ხელის შეშლას ცდილობს, რადგან კარგად იციან, რომ ამ ინვესტიციების შედეგად უამრავი ადამიანი დასაქმდება, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“.

„კარგად ესმით, რომ ასეთი სახის ინვესტიცია სხვებისთვის სამიზნე იქნება, რათა საქართველოში შემოვიდნენ და მსგავსი პროექტები გააკეთონ. ეს იქნება მსხვილი ჯგუფებისთვის სიგნალი, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კარგი გარემოა. მოგების 33 პროცენტი სახელმწიფოსი იქნება, მუშა ხელი კი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს და სამშენებლო მასალაც ქართული კომპანიებიდან შეისყიდონ. ოპოზიცია რაღაც არაბების დასახლებაზე საუბრობს და ასე შემდეგ, მაგრამ, რეალურად, მულტიფუნქციური კომპლექსები იქნება და ბევრი ინვესტორი შემოვა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×