რეზონანსი
04.11.2025

ჩვენს აკრძალვას სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც წარსულში ადეიშვილის მოადგილე გახლდათ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც მმართველი პარტია სამი ოპოზიციური კოალიციის აკრძალვას ითხოვს.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, საკუთარი საქმიანობის გამო, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი პარლამენტის წევრები, რომლებიც მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ და ახლა გადმოპორტირებულები არიან „რუსულ ოცნებაში“, ახლა ჩვენი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას მოითხოვენ. მაშინ, როდესაც მე და ჩემი პარტიის უდიდესი უმრავლესობა მაშინაც ოპოზიციაში ვიყავით და ახლაც. ეს ადამიანები საკუთარი საქმიანობის გამო, როდესაც ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, ითხოვენ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას.

ასევე, მთავარია კიდევ ერთი ნიუანსი, ახლა ჩვენს აკრძალვას სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც წარსულში ადეიშვილის მოადგილე გახლდათ. ასეთი სამართალი და სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი 30 ოქტომბერს შეიტანა. მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელიც გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×