რეზონანსი
05.11.2025

მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.

„ხაზი გავუსვი სტაბილურ პროგრესს ჩვენს თანამშრომლობაში ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე, როგორც ტვირთბრუნვის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტრენდს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×