რეზონანსი
05.11.2025

ეს არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ, უტიფარი ტყუილი. ეს არის ევრო ბიუროკრატიის ღირებულებითი გადაგვარება, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ტყუილზე აგებული ეს შეფასება ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია.

„ისინი უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ისეთ მაღალ დონეზეა შეფასებული, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს.

ტყუილზე აგებული ეს შეფასება, ვფიქრობ, მათ ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×