რეზონანსი
05.11.2025

ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს საქართველოზე წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში არის აბსურდული ბრალდებების, სიცრუის, მანიპულაციების ნაზავი და მოკლევადიანი ხედვა - არ შეიმჩნიონ ობიექტური რეალობა სხვა კანდიდატ და ევრობლოკის რიგ ქვეყნებთან შედარებით, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, „დიპ სტეიტის“ მიერ მართულთა დამახინჯებული აღქმების „მესიჯბოქსი“ მუდმივი არ არის, შესაბამისად, „მოკლევადიანი, უსინდისო ევროჩინოსნების“ გადასაწყვეტი ქართველების მომავალი ვერ იქნება.

„ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული „ცივი ომის“ ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ხოლო ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის „ბერლემონის“ შენობის [ევროკომისიის შტაბ-ბინა] ჩინოსანთა ახირებებს.

ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს საქართველოზე წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში არის აბსურდული ბრალდებების, სიცრუის, მანიპულაციების ნაზავი და მოკლევადიანი ხედვა - არ შეიმჩნიონ ობიექტური რეალობა სხვა კანდიდატ და ევრობლოკის რიგ ქვეყნებთან შედარებით.

„დიპ სტეიტის“ მიერ მართულთა დამახინჯებული აღქმების „მესიჯბოქსი“ არამუდმივია. მოკლევადიანი, უსინდისო ევროჩინოსნების გადასაწყვეტი არაა ქართველთა მომავალი. საკუთარი მაგალითით ვაჩვენებთ და კიდევ უფრო მკაფიოდ დავანახებთ ევროპელებს, რომ გამოიღვიძონ, რისი აშკარა ნიშნებიც უკვე იკვეთება, და მათთან ერთად შევქმნით ღირსეულ, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ოჯახს და არა EUSSR-ს!“ - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×