რეზონანსი
05.11.2025

საქართველოში „იგლ ჰილს“-ის პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიას, ტყუილებით სავსეს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ბრძენია, ის ძალიან კარგად ასხვავებს კეთილ და კარგ საქმეს ცუდი საქმისგან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე გაკეთებული განცხადებების პასუხად.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანამ შეძლო და ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი - 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, ცალსახად მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, პირველ რიგში, პროექტის განმავლობაში გონიოსა და დედაქალაქში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - უმთავრესად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.

„შეიქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის, იქნება ახალი შესაძლებლობები ქართული დეველოპერული და ტურისტული სექტორებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ის ფაშისტური განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×