რეზონანსი
05.11.2025

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ევროკომისიის ანგარიშის შესახებ განცხადებას „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. როგორც პოლიტიკური ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, ანგარიში არასამართლიანი და არაობიექტურია.

„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ვხედავთ არასამართლიან და არაობიექტურ შეფასებას. ჩვენ ვერ მივესალმებით იმ ტონს, რომელიც უფრო პოლიტიკურ ბრალდებებს ჰგავს, ვიდრე ობიექტურ ანალიზს. ანგარიში იმეორებს უკვე არაერთხელ გაჟღერებულ პრეტენზიებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ხშირად ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას, თანასწორ მიდგომას, ურთიერთპატივისცემას და არა შანტაჟის ენას, არა ბრალდებების დაუსრულებელ ჯაჭვს. 

სამწუხაროდ, კომისიის განცხადებებში კვლავ იგრძნობა არამეგობრული ტონი, რომელიც პარტნიორობას არა თანასწორ ურთიერთობად, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევს. განსაკუთრებით უსიამოვნოა, რომ ბრიუსელის მხრიდან არ გაისმა მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტს პირდაპირი გავლენა ჰქონდა პროცესის დემოკრატიულ ატმოსფეროზე. ასეთ დროს, გულწრფელი და სამართლიანი ევროპული მიდგომა სწორედ ძალადობის დაგმობით უნდა იწყებოდეს და არა ცალმხრივი პოლიტიკური პრეტენზიებით.

ჩვენ, პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თუ გვინდა, პროცესი რეალურად იყოს სამართლიანობაზე და არა შერჩევით პოლიტიკაზე დაფუძნებული, საჭიროა თანასწორობა, პატივისცემა და დიალოგი, რომელიც ემსახურება თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას“, - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×