რეზონანსი
05.11.2025

მანანა  გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც  ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და  ამ პირებმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და მათ ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ოპოზიციაში გაიცა ახალი დავალება მანანა გიორგობიანის დაკავება მის მიერ გეკა გელაძის მიმართ უხერხულ პოსტს დაუკავშირონ, თითქოს მისი შეურაცხყოფის გამო შური იძიეს მანანა გიორგობიანზე და ის შეგნებულად დააკავეს. მეგრელიშვილის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და კანონი ყველა დონეზე უნდა იქნეს დაცული.

„მანანა  გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც  ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და  ამ პირებმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და მათ ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

ოპოზიციისა და მათი იდეური მოკავშირეების პოსტები იმის შესახებ რომ მანანა გიორგობიანი “ქართული ოცნების”  მომხრეა და ხელშეუხებელია  ზემოაღნიშნული ფაქტით დაიმსხვრა.

მათაც კი აღმოაჩინეს, რომ კანონი კანონია და ვრცელდება ყველაზე!

და ოპოზიციაში გაიცა ახალი დავალება მანანა გიორგობიანის დაკავება მის მიერ გეკა გელაძის მიმართ უხერხულ პოსტს დაუკავშირონ , თითქოს მისი შეურაცხყოფის გამო შური იძიეს მანანა გიორგობიანზე და ის შეგნებულად დააკავეს.

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და კანონი ყველა დონეზე უნდა იქნეს დაცული.

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს  ასეთ სისულელეს.

კანონის მოთხოვნათა არ დაცვა,  ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი და მას ნურც საკუთარი თავის და ნურც სხვისი გამართლებისათვის პოლიტიკურ სარჩულს ნურავინ მიაკერებს“, - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×