რეზონანსი
05.11.2025

საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან სრულიად უტიფარი, სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა. ევროკომისიამ და ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის მიმართ აშკარად არაკეთილმეგობრული განწყობა ვერ დამალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, მცდელობაა, ყალბი ანგარიშით საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ.

„ანგარიში იმდენად შეუსაბამო, სინამდვილისგან აცდენილი ე.წ. ფაქტებითა და არგუმენტებით არის გაჯერებული, რომ შთაბეჭდილება რჩება, ყველაფერს აკეთებენ, რათა ქართველებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ხელი ააღებინონ. ტყუილია ჩაწერილი ანგარიშში, თურმე როგორ არ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს, როგორ მოქმედებდა საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ანგარიში იყო გაყალბებული, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ. ეს არის ყალბი ანგარიში. მცდელობაა, ყალბი ანგარიშით ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეწოლა. ყველაზე გასაკვირი და მათთვის სამარცხვინო, ვინც ეს ანგარიში დაწერა, არის ის, რომ ევროკავშირის წიაღში, ევროკომისიის ანგარიშთან ერთად, უამრავი ინფორმაციაა საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული, სადაც ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და, ხშირ შემთხვევაში, არათუ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგებზე მაღალ საფეხურზე დგას. ამ ყველაფერს გაკვრით აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში, არც აღნიშნავენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×