რეზონანსი
05.11.2025

ძალიან კარგია, როდესაც უკვე ევროკავშირის წიაღიდან, მაგალითად გერმანიის შემთხვევაში, ხდება სწორი სამართლებრივად და პოლიტიკურად პასუხისმგებლობიანი შეფასებების მიცემა ისეთ მოვლენებზე, რაც იყო მაგალითად ბოლოს ჩატარებული ერევანში „ევრონესტის“ ფორუმი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ ეს მოცემულობა.

„„ევრონესტის“ ფორუმზე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართული დელეგაციის ნაცვლად ყოფილიყო ე.წ. ენჯეო სექტორი წარმოდგენილი და ასევე გამოყენებული იქნა სომხური დელეგაციაც გარკვეული ნეგატიური მიზნებისთვის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს. ევრო დეპუტატი ბოსფორდი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს დელეგაციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება. საუბარია სომხეთში გამართულ ეურონესტსის სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×