რეზონანსი
05.11.2025

ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის", რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე პრაქტიკულად გაანადგურა , - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც „დროას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისტორია გვასწავლის, რომ ევროპის კარი მუდმივად ღია ვერ იქნება საქართველოსთვის.

„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, ვისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის ვერ იქნება მუდმივად ღია. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას შევძლებთ მხოლოდ დიდი ძალისხმევით.

ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ.

ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!“, - ნათქვამია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×