
7 ნოემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს - ინფორმაციას GWP ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის ჯგუფები, რთულ ტექნიკურ სამუშაოებს 7 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.
"გარდა გვირაბში მიმდინარე სამუშაოებისა, კომპანია პარალელურად განახორციელებს სამუშაოებს წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე - დამონტაჟდება ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქსელის მართვის შესაძლებლობებსა და წყალმომარაგების სტაბილურობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში: სამშვილდის, მარუაშვილის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ცაიშის, აბაშის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს, ქვალონის, ატოცის, ნორიოს, ლარეხის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სააკაძის, ბოდავის, ხუდადოვის, მახათის, ჭალადიდის, გედევანიშვილის, ივერთუბნის, აგიაშვილის, ჯორჯაძის, ბარაკონის, მიზანდარის, კვარაცხელიას, პაპავების, ხერხეულიძეების, ეშბას, ასხინის, ართვინის, არაგვისპირელის, სიღნაღის, კანდელაკის, ხორნაულის, გაბუნიას, ყუბანეიშვილის, ბეთაშვილის, ადამიას, თამარაშენის, ტყეკულტურის, მანგლისის, ყანჩელის, ხაჩატურიანის, ქარსელაძის, ენუქიძის, მამულაშვილის, მანიჟაშვილის, ლოლაძის, არგვეთას, თეკლათის და მიმდებარე ქუჩებს.
ისნის რაიონში: ევროპისა და ქეთევან დედოფლის მოედანებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს, მხატვრების, ვაზისუბნის, სამრეწველოსა და სამგორის დასახლებებს, გაბრიელ სალოსის გამზირ,ს, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების ნაწილს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალს. ფშავის, მუჯირიშვილის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ფოსტის, წინანდლის, , აწყურის, უშაკოვის, ყვარლის, ონიანის, მიქელაძის, მესხეთის, მათიაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, კაკაბეთის, ჩოჩუას, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის, ბუცხრიკიძის, კვაჭანტირაძის, დავითაიას, მუსხელიშვილის, პატარიძის, ვაზის, მშველიძის, სულაქველიძის, იზაშვილის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ფერიცვალების, თელავის, ბაქრაძის, ხომერიკის, რაზიკაშვილის, ლაღიძის, ზურაბაშვილის, მამისაშვილის, ნიჟარაძის, კაჭარავას, ანჯაფარიძის, მეტეხის, ჩეხოვის, ჯორბენაძის, ურბნისის, მუკუზანის, 300 არაგველის, იალბუზის, ბოდბის, ლეხ კაჩინსკის, კაკულიას, ნადარეიშვილს, ლობჟანიძის, შირაქის, დოდაშვილის, ნიორაძის, სოფრომაძის, მახარაშვილის, დიდგორის, წულაძის, გეთიას, აბუსერიძე-ტბელის, სამგორისა და მიმდებარე ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში: ავშნის დასახლებას, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, მირზაანის, ლისაშვილის, წერონისის, თოდრიას, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, ცქიტიშვილი, ნაქალაქევის, ბეჟანიშვილის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, ლომთათიძის, ბეშენოვას, ვანათის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, ლიახვის, გუდამაყრის, ქვიშხეთის, შენგელაიას, ხუდადოვის, ბენდელიანის, კახიანის, წაღვერის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს, ზიგზაგის, გავაზაურის, ტოროშელიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის,, ჭიჭინაძის, ორბეთის, ქსოვრელის, ქართლელიშვილის, უცნობ გმირთა და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის, ჯანელიძის, წიკლაურისა და გობრონიძის ქუჩების ნაწილს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.