რეზონანსი
05.11.2025

შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოზე და ქართულ პროდუქციაზე, რაც, ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობიდან და სიდიდიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საინტერესო იყო ორმხრივი ურთიერთობების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

„შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოზე და ქართულ პროდუქციაზე, რაც, ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობიდან და სიდიდიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აღსანიშნავია. ეს ვიზიტი ასევე საინტერესო იყო ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. ჩვენ საკმაოდ საინტერესო განხილვები გვქონდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ამ სფეროში არსებული პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას აქვს ორმხრივი ურთიერთობების, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, ასევე, ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა შუა დერეფნის კონტექსტში. ჩინეთიდან მომავალი ტვირთების საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე წვდომა და ამ მიმართულებით ჩინეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ეს საკითხებიც იქნა განხილული ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×